1.პროექტის სახელწოდება:"მიუწვდომელ ობიექტებამდე მანძილის გაზომვა''
2.პროექტის მთავარი იდეა: საყოფაცხოვრებო პრობლემების მოდელირება და გადაწყვეტა მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის მეშვეობით.
3.პროექტის აქტუალობა:თეორიული ცოდნის ინტეგრაცია პრაქტიკულ საქმიანობაში.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებში ძიების, დაკვირვებისა და ანალიზის უნარ–ჩვევების განვითარება. ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:15–16 წელი.
6.ვადები /ხანაგრძლივობა:ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები:განამტკიცებენ თეორიულ ცოდნას, მოახდენენ გაკვეთილზე შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებას, მიღებული შედეგების პრეზენტაციის უნარების განვითარებას. გაზომავენ შენობის, ანძის, ხის სიმაღლეს და შეადგენენ შესაბამის ნახაზს, მასშტაბის გამოყენებით და წარმოადგენენ კედლის გაზეთის მეშვეობით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სიგრძის საზომი ლენტა, კუთხის საზომი ხელსაწყო, ფორმატი, ფლომასტერები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპის გამოყენებით. მიიღებენ დავალებებს პედაგოგისგან მაგ. გაზომონ სკოლის შენობის სიმაღლე, მეორე ჯგუფს დაევალება გაზომონ სკოლის ეზოში მდგარი ხის სიმაღლე, მესამე ჯგუფს – გაზომოს საალმე ანძის სიმაღლე. მიღებული შედეგები წარმოადგინონ წერილობითი სახით( ფორმატის მეშვეობით). შეასრულონ შესაბამისი ნახაზი მასშტაბის გამოყენებით და საჭირო რიცხვითი გამოთვლები.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა.
თანამშრომლობა და კორექტულობა ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას.
ტერმინების, აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამოყენება.
პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების და რესურსების შერჩევა და გამოყენება.
თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლეილა დარცმელია
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: leila.darcmelia@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:leila-darcmelia.blogspot.com